Sunday, May 28, 2017

ჩემი იდეა


ჩემი პროექტია ,,გაზაფხული ჩვენს სოფელში".პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები დააკვირდებიან და აღწერენ მცენარეების აგებულებას. გამოიკვლევენ იმ ცვლილებებს რომლებსაც მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. იპოვიან  მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის სტადიებს შორის.

მოსწავლეები თავიანთ მუშაობის ეტაპებს გადაიტანენ პრეზენტაციაში და გაუზიარებენ თანატოლებს. 

Saturday, May 27, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოიყენონ  მაღალი სააზროვნო უნარები, დასვან კითხვები, გააკეთონ ანალიზი, გამოიტანონ დასკვნენი და გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას.

Sunday, May 14, 2017

პროექტების მნიშვნელობა სწავლებაში

პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სწავლებაში. ამისთვის საჭიროა საკვანძო თემების უკეთ გაგება- გააზრება და საკითხის სიღრმისეული წვდომა.პროექტებით სწავლების დროს იზრდება მოტივაცია და ნებისმიერი მოსწავლის ჩართულობა,პასუხისმგებლობა და თვითრწმენა. პროექტებით სწავლების დროს მოსწავლეები ახდენენ საკუთარი შესაძლებლობებისრეალიზებას, ნასწავლის საჭიროების დანახვას და სარგებელს რეალურ ცხოვრებაში.